- სერიოზული რეფორმებია საჭირო განათლების სისტემაში, თუ გვინდა ხვალინდელი საზოგადოება იყოს არაძალადობრივი, ამას საფუძველი დღეს უნდა ჩავუყაროთ.
- საპატრულო პოლიციის უფლებამოსილება კიდევ უნდა გაფართოვდეს.
- ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას წინ აღვუდგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კოორდინაციის პრობლემა. სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი სტრატეგია, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციები და როლი იქნება განსაზღვრული.
ასეთი რეკომენდაციები გაჟღერდა ფოთში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარებულ საზოგადოებრივ დებატებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მერიის სოციალური და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელები, პედაგოგები, ჟურნალისტები, აქტივისტი ქალებია.
დებატები ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა რეკომენდაციების შემუშავებას ძალადობის პრევენციული მექანიზმების შესაქმნელად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)