საგანმანათლებლო ვიზიტი კიევში პროექტის „დავძლიოთ ომის შედეგები ერთად“ ფარგლებში

  

19-26 მაისს პროექტის მონაწილეები, 4 ქვეყნის (უკრაინა, საქართველო, სომხეთი და ჩრდილოეთ კავკასია) წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს კიევში, რათა შეესწავლათ, როგორ მუშაობენ უკრაინაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კონფლიქტური ადგილებიდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებთან. ვიზიტში მონაწილეობდა 16 ძირითადი მონაწილე, 4 კოორდინატორი და პროექტის დირექტორი გერმანიიდან.

მონაწილეებმა შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ უკრაინაში მოქმედი 11 ორგანიზაციის მუშაობას. მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული შეხვედრების როგორც სამუშაო, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო ნაწილი. ისინი ჰარმონიულად ავსებდნენ ერთმანეთს.

ინტეგრაცია, განსახლება, შემწეობისა და კომპენსაციის გაცემა, მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის პროგრამები - ასეთი იყო შეხვედრებზე განხილული  ძირითადი საკითხები.

საგანმანათლებლო ვიზიტმა აჩვენა თანამშრომლობის აუცილებლობა არა მარტო ადგილებზე, არამედ მსგავსი პრობლემების და ინტერესების მქონე ქვეყნებთან. ამ პროგრამის მეშვეობით მონაწილეებმა გაიგეს, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და მის გადაწყვეტაში სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია DRA - ქართულ-რუსული გაცვლა - მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები