მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დევნილებთან - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის 5-სართულიან შენობაში.
რეაბილიტირებულ კოლექტიურ ცენტრში დევნილებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ დაგებას საჭიროებს გზის საფარი ეზოში, არ არის გამწვანება, გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის. შენობის უკან მეტალ-პლასტმასის საწარმოა - ხმაური ხელს უშლის მოსახლეობას. შენობასთან არის ანტისანიტარიის ბუდე, რაც სასწრაფოდ მისახედი და მოსაგვარებელია.
ამ პრობლემებს გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ასისტენტი და იურისტი. მოგვარების პროცესი უკვე დაიწყო, ადვოკატირებაში აქტიურად ჩაერთნენ დევნილები - მიმართეს ადგილობრივ სტრუქტურებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით