საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობაში

  
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფებმა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრის თემები იყო: ერთობლივი პროექტები, საბჭოს წინადადებები 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული საკითხების ინტეგრირებისათვის, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადება...
თვითმმართველობის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის. ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც საბჭო ითხოვს - გენდერული კომისიის შექმნაა, ან მისი ინტეგრირება სხვა კომისიის დასახელებასა და საქმიანობაში.
შეხვედრაზე დაიგეგმა ორი ტრენინგი თვითმმართველობის პერსონალისათვის, რომელიც გენდერული განათლების საკითხებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სამართლებრივი დახმარების მექანიზმების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
სამუშაო ჯგუფებმა იმუშავეს თვითმმართველობის ბიუჯეტის გენდერული ანალიზის საკითხებზე, საბჭოს მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტზეც, რომელიც ბიუჯეტზე მუშაობის დაწყებისთვის  წარედგინება საკრებულოს.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები