ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ჩაატარეს ტრადიციული ყოველთვიური სამობილიზაციო შეხვედრები ქუთაისში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთში, ხონში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კოკსა და ხურჩაში.
ოქტომბერში აღინიშნება სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე - შეხვედრების თემა სწორედ ამ თარიღის შესაბამისად განისაზღვრა. შეხვედრებზე საუბარი იყო ქალთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე და ამ პრობლემების მოგვარების გზებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)