10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს სრულდება კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. სწორედ ამ თარიღს დაუკავშირა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა თავისი მინი-პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება - არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“.
ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს მოსამზადებელი მუშაობა, დაბეჭდეს პოსტერი-კალენდარი მოწოდებით „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“. პოსტერის ფოტოზე არის ქალაქ ფოთის ჭიდაობის სკოლის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა გუნდი „ფალავანი“.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა 10 დეკემბერს ორგანიზება გაუკეთა შეჯიბრებას ჭიდაობაში. ეს იყო პროექტის ფინალური ღონისძიება - საინტერესო, შთამბეჭდავი და საკმაოდ ეფექტური. დარიგდა საინფორმაციო მასალები - ყველამ გაიგო 16-დღიანი კამპანიის შესახებ და იმაზე, რომ შეუძლიათ და უნდა შეიტანონ წვლილი ძალადობის პრევენციის პროცესში.