25 აგვისტოს ქუთაისის გენდერული საბჭოს სხდომა გაიმართა. პროექტის თანახმად, ეს საბჭოს წევრთა ბოლო შეხვედრაა. მონაწილეებმა სამწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, გენდერულმა საბჭომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში. თუმცა, ქალთა მხარდაჭერა, მათი რიცხვის გაზრდა ადგილობრივ პოლიტიკურ დონეზე კვლავაც რჩება მთავარ გამოწვევად.
საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ის რესურსი და გამოცდილება, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს, არ უნდა დაიკარგოს. გენდერული პოლიტიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს ფორმირება და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.