გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. შხვედრის ძირიტადი ნაწილი დაეთმო მუშაობას რეკომენდაციებზე, რომლებიც ქუთაისის გენდერული პოლიტიკის პროექტში უნდა აისახოს. რეკომენდაციები თითქმის ყველა სფეროს შეეხო: განათლება, კულტურა, სპორტი, ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული დისკუსია გაიმართა სოციალურ სფეროში გენდერული ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გაჩნდა საინტერესო წინადადებები, რომლებიც დამუშავდება, რეკომენდაციების სახე მიეცემა და გენდერული პოლიტიკის დოკუმენტში ჰპოვებს ასახვას.
სხდომის მეორე ნაწილში მონაწილეებმა შეაფასეს გსს მიერ განხორციელებული პროექტი „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის.“ შედეგების განხილვისას ხაზგასმით ითქვა, რომ თანადაფინანსებით შექმნილი მორიგი პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლებისა და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ეფექტურ თანამშრომლობას მომავალში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით