ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე საბჭოს წევრები ანგარიშით წარსდგნენ, როგორ ჩატარდა კვლევა. იმსჯელეს შედეგებზე და აღნიშნეს, რომ საინტერესო მასალა დაგროვდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გამოსავლენად. პარალელი გაავლეს გასულ წელს ჩატარებულ კვლევასთან. ითქვა, რომ ისევ პრობლემად რჩება საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით.
დაიგეგმა: მომდევნო თვეში იმ რეკომენდაციებზე იმსჯელონ, რომლებიც კვლევის ანალიზის შედეგად შემუშავდება.
სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული მომდევნო საკითხით გაგრძელდა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია პროექტზე „ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა“. პროექტი გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპორტულ არენაზე გენდერული კომპონენტების დასამკვიდრებლად.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით