მემორანდუმის ხელმოწერა თერჯოლის საკრებულოსთან

   

თერჯოლის მუნიციპალიტეტში შედგა მემორანდუმის ხელმოწერა ფონდ „სოხუმსა“ და თერჯოლის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მონიტორინგის კითხვარი. საკრებულოს აპარატი მზადაა, აქტიურად ჩაერთოს მუშაობაში.

შეხვედრები ჩატარდა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან - საქართველოს ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ და ინვალიდთა ასოციაცია. მათი ხელმძღვანელებიც მზადყოფნას გამოხატავენ მონიტორინგში ჩართვის და ნაყოფიერად განხორციელების მხრივ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში

ვანის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ „სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლება სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებისა და გენდერული სამართლიანობის ხელშესაწყობად.

ასევე ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან - საინიციატივო ჯგუფ „თანადგომასა“ და ორგანიზაცია „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტური მმართველობისა და სამართლიანობისთვის“. განხილული იქნა ტრენინგის შედეგად მიღებული ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც ჯგუფები იწყებენ მონიტორინგის ჩატარებას.

  

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

თანამშრომლობის მემორანდუმი ხონის მერიასთან

  

 

23 იანვარს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ხონის მერიასა და ფონდ „სოხუმს“ შორის პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში აქტიური მუშაობის მიზნით.

ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (ქალთა საინიციატივო ჯგუფი და დევნილთა საინიციატივო ჯგუფი) წევრებთან, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ მონიტორინგის განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

პოლიტიკური დოკუმენტები სლოვაკეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის გამოცდილების შესახებ

 სლოვაკეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის ექსპერტებმა დაასრულეს მუშაობა პოლიტიკურ დოკუმენტებზე, რომლებშიც გვიზიარებენ თავიანთი ქვეყნების გამოცდილებას საარჩევნო სისტემის ფორმირების, განვითარებისა და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „ონლაინ ხმის ელექტრონული მრიცხველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ ფარგლებში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა სსო წევრებთან ბაღდათში

  

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანიზებულ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) წევრები. შეხვედრაზე განხილული იქნა ორგანიზაციებსა და ფონდ „სოხუმს“ შორის გასაფორმებელი მემორანდუმი. ასევე იმსჯელეს ტრენინგზე (თემა: „სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკა  და ადგილობრივ დონეზე საგზაო რუკის მონიტორინგის პროცესის რეალიზება“) მიღებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ჯგუფები მონიტორინგს იწყებენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები