პრეზენტაცია-გამოფენა თიბისი გალერეაში

            

20 ივნისი ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა საერთაშორისო დღეა. ქუთაისში, თიბისი გალერეაში ამ დღეს ფონდ „სოხუმთან“ არსებულმა გაერთიანებამ „გოგონები და ქალები დემოკრატიის განვითარებისთვის“ მოაწყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პრეზენტაცია და მონაწილეთა ნამუშევრების  გამოფენა.

ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დევნილთა სტრუქტურებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სწორედ დევნილთა თემის წარმოჩენა მოხდა - მისი ყოველდღიურობით, მიღწევებით...

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, პარტნიორი ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია
Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ქუთაისში

  

 

ინფორმაციები მიმდინარე პროექტზე, კვლევის შედეგების ანალიზის გაცნობა, ახალი პროექტის განხილვა - ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ამ საკითხებით მორიგი სხდომა გამართა.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან ვორკშოპების ციკლი ჩატარდა. რა გამოიკვეთა, როგორია სტუდენტთა ინფორმირება გენდერულ საკითხებზე, რა სახის საჭიროებები აქვთ და რა ტიპის რეკომენდაციებს გვთავაზობენ ახალგაზრდები - ეს საკითხები შეაფასეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც ვორკშოპებს ფასილიტაციას უწევდნენ.

საბჭოს წევრებმა მოისმინეს ასევე ინფორმაციები გენდერული კვლევის შედეგებზე, რომელიც მაისში ჩატარდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან. რეკომენდაციებზე მსჯელობა მომდევნო სხდომაზეც გაგრძელდება და გენდერული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნით დამთავრდება.

სხდომის დასასრულს, მონაწილეებმა ახალი პროექტის სამუშაო ვარიანტი განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს გენდერულ თემაზე სცენარის შექმნას თოჯინების თეატრისთვის.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ოზურგეთში

 

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ანალიზის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს მოსაზრება - მიუხედავად იმისა, რეკომენდაციების გათვალისწინება ამ ეტაპზე შეუძლია თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობას, მაინც ყველა უნდა აისახოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის გეგმაში, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭო შეიმუშავებს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე წარსადგენად. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობას დარჩება დოკუმენტი, რომელიც გაუმარტივებს გენდერული საჭიროებების ასახვის პროცესს ადგილობრივ ბიუჯეტში. 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა ხონის საკრებულოში

პროექტის „თემთა მობილიზება ოჯაში ძალადობის პრევინციისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვალერი ბახტაძესთან და თავმჯდომარის თანაშემწესთან ქეთევან ყუფარაძესთან. ისინი გაეცნენ სამოქმედო გეგმას, პროექტში შეტანილ იქნა კორექტივები - ივანდიდისა და ქუტირის ნაცვლად მუშაობა განხორციელდება ნახახულევში, კუხსა და მათხოჯში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ახალი პროექტი

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ფონდი „სოხუმის“ დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“.  პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, საკრებულოსა და გამგეობაში. მათ მიიღეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობაზე სოფელ ხომულსა და სოფელ წყალტუბოში.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ჩასატარებელი ღონისძიებების განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები