დაიწყო სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობა - გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემის პრევენციისათვის“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 4 ტრენინგიდან პირველი 4 ოქტომბერს გაიმართა საკრებულოს დარბაზში. ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სოფლებში მერის წარმომადგენლებმა და თემის მაჟორიტარებმა. ტრენინგზე განხილული იყო აქტუალური საკითხები: გენდერული ძალადობა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების საქმეში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)