ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები 20-22 აგვისტოს, წყალტუბოში ორგანიზაცია PIN-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ, რომელიც ხონისა და გორის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო სტრატეგიული დაგეგმარების უნარების გაღრმავება; ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებისა და ამოცანების, სოციალური პოლიტიკის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების, გამოწვევების განსაზღვრა ადგილორივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის დოკუმენტის შესაქმნელად.
PIN-ის პროექტი „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ - დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ - PIN მხარდაჭერით