ახალგაზრდული ვორკშოპების ციკლი ბათუმში

    

ბათუმსა და ქობულეთში პროექტის „თაობათა კულტურული დიალოგი, როგორც პოზიტიური გამოცდილების ციკლი“ ფარგლებში უფროსკლასელებთან და სტუდენტებთან გენდერული განათლების ვორკშოპების მომდევნო ციკლი ჩატარდა. ვორკშოპების თემატიკა მრავალფეროვანი იყო:  „ქალთა და გოგონათა უფლებები“; „ოჯახში ძალადობა და მისი სოციალური შედეგები“; „შშმ პირები - მათთან დაკავშირებული ტერმინები და საზოგადოებრივი სტერეოტიპები“; „თაობათა გადასახედიდან - პიროვნებათშორისი კომუნიკაციები ოჯახსა და საზოგადოებაში“.

ახალგაზრდების დიდმა ინტერესმა და ჩართულობამ მსგავსი საქმიანობის საჭიროებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მაღალი შეფასება მისცეს ჩატარებულ შეხვედრებს მშობლებმა და პედაგოგებმა. მათი ნაწილი სიამოვნებით ჩაერთო ახალგაზრდებთან დიალოგში და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები