ვორკშოპი ახალგაზრდებთან თანასწორობის თემაზე

გენდერული თანასწორობის თემა ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით განიხილეს წყალტუბოში, სენაკსა და ხონში. აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა შემდეგ საკითხში: როგორ უნდა განაწილდეს როლები  ოჯახში თანაბრად. ახალგაზრდების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი ქალი, ტრადიციულად, ქმრის მორჩილია, მამაკაცი კი მეპატრონეა. როცა ეს „ბალანსი“ ირღვევა, იწყება წინააღმდეგობა.
ახალგაზრდებმა პრობლემის მოგვარების მექანიზმებზეც ისაუბრეს. მათი აზრით: იქ, სადაც თანასწორობა დარღვეულია, მსხვერპლიც არის და მოძალადეც, ამიტომ ოჯახური კონფლიქტების მოგვარების გასაღებს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში ხედავენ.
დისკუსიის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ სტერეოტიპების მსხვრევა ერთ დღეში არ ხდება  და ამისთვის ერთჯერადი ღონისძიებებიც არ არის საკმარისი. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ გენდერული თანასწორობის დამკვიდრება შეამცირებს ოჯახური ძალადობის რისკს და ამ პროცესში მთელი საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები