კონფლიქტოლოგიაში მორიგი ვორკშოპი გაიმართა ქალთა ჯგუფებთან ქუთაისში, ხონში, ხურჩაში.
იმსჯელეს, ძალადობის პრობლემა როგორ აისახება მედიაში. როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე სიუჟეტები, რომლებშიც ოჯახური კონფლიქტები შუქდება. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ძალიან აგრესიული გახდა საინფორმაციო სივრცე, ნეგატიური ინფორმაციები საზოგადოებას უფრო მეტად აგრესიულს ხდის, რაც შემდეგ ნეგატიური შედეგებით გამოიხატება.
საინტერესოდ წარიმართა დისკუსია ხონში, სოფელ გოჩა ჯიხაიშში. მონაწილეების აზრით, ოჯახური კონფლიქტების ფაქტები მრავლადაა, არიან ძალადობის მსხვერპლებიც, მაგრამ პრობლემას საჯაროდ მაინც არ განიხილავენ.
ყველა ჯგუფში აღინიშნა, რომ მედია კარგი მექანიზმია ძალადობის პრევენციაში, მაგრამ საზოგადოებას პრობლემის შესახებ უნდა მიეწოდოს ისეთი ფორმით, რომ აგრესია არ გამოიწვიოს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)