წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში უფროსკლასელებთან ვორკშოპი გაიმართა კონფლიქტოლოგიაში. შეხვედრა დაიწყო ინფორმაციით 16-დღიანი კამპანიის შესახებ, მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტები, საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები...
შეხვედრას რამდენიმე პედაგოგიც დაესწრო, მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარონ ძალადობის თემაზე. ასევე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი განიხილონ „კლასის საათზე“.
ამის შემდეგ მონაწილეებმა დაიწყეს მსჯელობა გეგმით გათვალისწინებულ საკითხზე - რა როლი აკისრია მედიას ძალადობის პრევენციაში.
მათი აზრით, ტელეგადაცემებიდან, ძირითადად, აგრესია მოდის, თუმცა ითქვა მედიის დადებით როლზეც. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ძალადობის პრობლემის წინაღმდეგ, მაგრამ მთავარია მისი ეფექტურად გამოყენება.
ამ თემაზე ვორკშოპები უკვე ჩატარდა ფოთსა და კოკში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)