ივლისში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა 12 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა ქუთაისში, ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან. ოჯახში ძალადობის და საოჯახო სამართლის საკითხებზე გამართულ ჯგუფურ შეხვედრებს დაესწრო 53 ქალი. გამოვლინდა ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფის მატარებელი ერთი ქალი. გაიცა 3 ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაცია, რომელიც ეხებოდა ალიმენტის და თანასაკუთრების მიღების სამართლებრივ გზებს. ადვოკატირებისთვის მოხდა მათი გადამისამართება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალაში.