ტრენინგი ახალგაზრდული კლუბების წევრებისთვის

      

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების 28 წევრი 6 რეგიონიდან - მათთვის ქუთაისში ჩატარდა მწვრთნელთა მოსამზადებელი ტრენინგის 1-ლი ეტაპი. ტრენინგის თემა იყო გენდერი და გენდერული ძალადობა.

მუშაობა ორ ჯგუფში წარიმართა. იყო დიდი ინტერესი თემების მიმართ, ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება, საუბარი ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე.

უკუკავშირის დროს გაირკვა, რომ ახალგაზრდები ჩაწვდნენ გენდერის არსს, მათ გაუჩნდათ სურვილი, თავადაც გახდნენ მწვრთნელები.

ამის შესაძლებლობა არის კიდეც - მონაწილეები კამპანიის დღეებში  საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ სკოლებში. ბევრი მათგანისთვის ეს იქნება პირველი გამოცდილება და წვლილი ძალადობის პრევენციის პროცესში.

ტრენინგის აქტიური მონაწილეებისთვის გაიმართება მე-2 ეტაპი.

          პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები