ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა მხარი დაუჭირა ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“. პროექტი 16 თვის განმავლობაში განხორციელდება.
პროექტი მიმართულია ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლისკენ გენდერული მეინსტრიმინგის, ადგილობრივი მართვის რეფორმებში საზოგადოების მონაწილეობის და პოლიტიკური რეფორმების ადვოკატირების კუთხით, მოწინავე გამოცდილების საფუძველზე. სასწავლო ვიზიტების, კვლევების და შემდგომი საზოგადოებრივი და საექსპერტო კონსულტაციების შედეგად, პროექტის ფარგლებში შემუშავდება პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მმართველობის რეფორმის ჩატარებასა და გენდერულ მეინსტრიმინგზე.
ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის, ღონისძიებების და პუბლიკაციების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე http://fsv4.ge/.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით