დასრულდა ქალთა და გოგონათა საჭიროებების კვლევა დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი და წალენჯიხა.
ანკეტირების გზით გამოიკითხა 1000 რესპონდენტი, თვისებრივი კვლევისთვის ჩატარდა 24 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 24 ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა.
მაისში მოხდება კვლევის შედეგების სისტემატიზაცია, რაც საფუძვლად დაედება ანალიზს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა ადვოკატირების გეგმების შედგენა და შემდგომი მუშაობა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.