გზამკვლევი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გამოსცა „გენდერულ ძალადობაზე რეაგირების პრაქტიკული გზამკვლევი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის“. გზამკვლევი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ექიმებისა და ექთნებისთვის, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ პაციენტებთან, ისეთი ინფორმაციის და ინსტრუმენტების მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან გენდერულ ძალადობაზე დროულ, ყოვლისმომცველ, მრავალსექტორულ რეაგირებას.
პრაქტიკული გზამკვლევი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია;
- სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გენდერულ ძალადობაზე რეაგირების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები;
- სამედიცინო პერსონალის როლი გენდერულ ძალადობაზე რეაგირების საქმეში;
- სამედიცინო პერსონალის მხრიდან გენდერულ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის შესაბამისი სტრატეგიები, ნაბიჯები და რეკომენდაციები;
- რეფერირების და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების საქმეში.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის
მხარდაჭერით (კანადა)