პრაქტიკული ინსტრუქციები
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შეიმუშავა „პრაქტიკული ინსტრუქციები ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური საკოორდინაციო მექანიზის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“.
ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს ყველა პასუხისმგებელი დარგობრივი უწყების სისტემურ, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ მოქმედებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.
პრაქტიკული ინსტრუქციების მიზანია მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი უწყებათაშორისი კომისიებისთვის პრაქტიკული რჩევების შეთავაზება, ადგილობრივ დონეზე ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული რეაგირების განსახორციელებლად. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ საუკეთესო პრაქტიკას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)