რუსული კანონპროექტის ინიცირების დღიდან წამოვიწყეთ სოციალური კამპანია „არა რუსულ კანონს“. კამპანიაში მოხალისებრივად აქტიურად ჩაგვერთნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჩვენი ლიდერი ქალები.

აღნიშნულ წინააღმდეგობრივ პროცესში გაერთიანდა სრულიად ქართველი ხალხი, რამაც განაპირობა კანონპროექტის გაწვევა.

ჩვენმა მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა მუშაობა დაიწყო ახალ კვლევაზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება მუნიციპალურ დონეზე“.

ამჟამად მონიტორინგი მიმდინარეობს შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ტყიბული, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი.

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფების, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლობით მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა დევიზით- ,, არა ძალადობას,,. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ხონის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა ,,სთრით არტის,, კომპოზიციის შექმნაში მიიღეს და ხელის ანაბეჭდებით ძალადობას უთხრეს ,,არა,, . ფესტივალის ფარგლებში, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენელმა კულტურის სახლში, აფხაზეთის ქუჩაზე, კვლევის ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებები,, შედეგების პრეზენტაცია წარადგინა. გაიმართა დისკუსიაც.

ხონის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ფორუმ თეატრის სცენებზე იმუშავეს.პროცესს სკოლის დირექტორიც ესწრებოდა. ახალგაზრდები გენდერულ ფესტივალზე მაყურებლის წინაშეც წარსდგნენ და მოწონებაც დაიმსახურეს. პარალელურად კი საკონკურსო კომისიის კომისიისთვის წარსადგენ მინი პროექტის იდეებზეც მუშაობენ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვედრის დასაწყისში  კვლევის პრეზენტაციას გაეცნენ, შემდეგ კი აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგში თემაზე -"ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში; გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა".

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი აგრძელებენ მუშაობას ფორუმ თეატრის სცენებზე და ასევე  მინი პროექტის იდეებზე მსჯელობენ.პროექტი  განსახილველად საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინონ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა იმუშავა კვლევაზე ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.,,

შედეგებიდან გამომდინარე წევრებმა მათ თემში აქტუალური პრობლემები მოინიშნეს .

შედეგად კი ადვოკატირების კუთხით მუშაობას გააგრძელებენ.

პროექტის იდეებზე მუშაობენ სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებიც.

მათ უკვე აქვთ კონკრეტული მიზანი და დაგეგმილი აქტივობები.

ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ფორუმ-თეატრშიც.

მათ ფონდ „სოხუმის“ რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ესტუმრა  და მასტერკლასიც ჩაუტარა.

,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,,-ამ თემაზე კვლევა სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს.კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ფორუმ თეატრის სცენები და პროექტის იდეა, რომელიც საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს-ამ საკითხებზე კი უკვე ახალგაზრდული კლუბის წევრები მუშაობენ.მათ სამსახიობო უნარების განვითარებისთვის მასტერკლასი ფონდ „სოხუმის“ რეჟისორმა, მაგდა ჩიხლაძემ ჩაუტარა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თემაზე: ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,, კვლევა ჩაატარა.

შედეგები უკვე ცნობილია. კვლევის საფუძველზე კი  აქტუალური პრობლემები გამოიკვეთა.

გაეროს რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მუშაობენ წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.

სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.

მათ აქვთ წარმატებული ადვოკატირების მაგალითები.  სამუშაო ჯგუფები ახლა ახალი პრობლემების იდენტიფიცირებას ახდენენ და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობენ.

ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის პრეზენტაცია. მონაწილეების აზრით, ფონდი წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ დონეზე რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციისთვის. სამუშაო ჯგუფები მოსახლეობასთან მუდმივად თანამშრომლობენ და მათთან ერთად ადგენენ პრობლემების პრიორიტეტულობას.

სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და არღვევს სრულფასოვანი ცხოვრების რეჟიმს.

წარმატებული ადვოკატირების პარალელურად, ახალი პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა.  სამუშაო ჯგუფები ეძებენ გზებს ამ გამოწვევების საპასუხოდ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, რათა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დევნილთა დასახლების მცხოვრებთა პირობები.

ამ მიზნით ჯგუფი სისტემატურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან, რათა გამოიკვეთოს პრიორიტეტული პრობლემები და მოხდეს  მათი ადვოკატირება.

ჯგუფის წევრები ინიშნავენ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, მაგრამ უკვე დგას დღის წესრიგში და მათ გადაჭრაზე ფიქრობენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები