„ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ - ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ჩატარდა კვლევა და დაიბეჭდა ანგარიში „ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“.

კვლევა ეყრდნობა კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერზე ორიენტირებულ სისტემას (GREWS). თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოსახლეობის მოწყვლადობის  მაღალი ხარისხი ადამიანის უსაფრთხოების სხვადასხვა კატეგორიასთან მიმართებაში.

მწვავედ დგას ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული პრობლემები. გამოვლინდა სახელმწიფო თუ ადგილობრივი პროგრამების შედგენის დროს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში და პრობლემების გადაჭრას. კვლევაში გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.

გადმოწერა

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები