შეხვედრები (650)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

2 თებერვალს ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდნენ შვედეთის ქალთა ორგანიზაციის Kvinna till Kvinna-ს წარმომადგენლები: ელისაბედ ბრანდბერგი (რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში) და ჯოანა არკასენი (საველე წარმომადგენელი საქართველოში).
სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდის მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრის ბოლოს მათ გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
ელისაბედ ბრანდბერგი: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი საქმიანობის გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმართულებით ცდილობთ ქალთა უფლებების დაცვას. ცდილობთ, შეახსენოთ ხელისუფლებას საკუთარი ვალდებულებები საზოგადოებასთან მიმართებაში.“
ჯოანა არკასენი: „უკვე მეორედ ჩამოვედი ფონდ „სოხუმში“. ვიცი და მომწონს თქვენი აქტიურობა. სამშვიდობო საქმიანობა რთულია, მაგრამ აუცილებელი. კარგად ჩანს, რასაც აკეთებთ ქალთა მხარდასაჭერად. საინტერესოა თქვენთან მუშაობა.“
Kvinna till Kvinna ფონდი „სოხუმის“ მხარდამჭერია 2002 წლიდან, რაც სამშვიდობო მიმართულებით სისტემატიური მუშაობის საშუალებას იძლევა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის მონიტორინგის ფარგლებში სექტემბერში ფონდი „სოხუმის“ მონიტორებმა ჩაატარეს ჩაღრმავებული ინტერვიუები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან წყალტუბოსა და ქუთაისში. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდება და მის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მაისში, როგორც ყოველთვის, 33 საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
სხვადასხვა აქტუალურ თემასთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ანგარიშს. ამასთანავე იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.
მაისში 33 სამობილიზაციო შეხვედრა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილას - ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთში და სოფლებში: ტერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ნოსირი (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკი და ხურჩა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების დვაბზუსა და ცხემლისხიდის სკოლებში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. შემდეგ მოსწავლეებმა სოფლებში თავად გამართეს აქცია და შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან, დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
