შემაჯამებელი შეხვედრები

დასრულდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსის შემაჯამებელი შეხვედრები 10 მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდული კლუბების წევრები ფინალურ შეხვედრებზე იხსენებენ ნასწავლს, წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს, ავლენენ ლიდერის და ტრენერის უნარებს, აჯამებენ გამოცდილებას, საუბრობენ სწავლების პროცესის გავლენაზე და იმ ცვლილებებზე, რომელთაც ყოველი მათგანი გრძნობს.

შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრების უმეტესობას გადაეცა სერტიფიკატი აქტიური მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით გამორჩეულ წევრებს კი ტრენერის სტატუსი მიენიჭა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ასევე ამ კატეგორიაში « მუშაობა ახალგაზრდულ ჯგუფებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები