მან ხაზგასმით აღნიშნა ქალებთან კონსულტაციების გამართვის და მათ მიერ წამოყენებულ საკითხებზე დროული და სათანადო რეაგირების საჭიროება. ასევე გამოკვეთა მათი ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, პერიფერიებში სატრანსპორტო სისტემის და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების (ბაღების, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და სამუშაო დროის გაზრდის, წრეების დანერგვის და ბავშვთა მოვლის დამატებითი სერვისების შექმნის) აუცილებლობა.
ეკატერინემ ცალკე ყურადღება დაუთმო ქალთა ორგანიზაციების არასაკმარის რაოდენობას ან საერთოდ არარსებობას რეგიონებში, არსებულის პოტენციალის ზრდის და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების ხელშემწყობი ინიციატივების უკმარისობას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რაც დამატებით აფერხებს პოზიტიურ ცვლილებას რეგიონებში.