სოხუმური ყავის არომატი ქუთაისში
მეორედ გაიმართა აქცია-პერფორმანსი „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისში“.
თეთრ ხიდთან, რიონის სანაპიროზე შეკრებილებისთვის ბევრი რამ იყო საინტერესო:
ქვიშაზე მოდუღებული ყავა, ტკბილეული საზღვაო ქალაქის სიმბოლიკით, სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროზე“, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი, ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრის წარმოდგენა „გვრიტი“, მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა, ქუთაისში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მობრძანება...
განსაკუთრებული სიახლე იყო სიმბოლური საჩუქრები „მადლობა მეგობრობისთვის“.
ღონისძიება ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ფართოდ გააშუქა სხვადასხვა მედიასაშუალებამ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)