უკრაინელებთან მუშაობა: ინფორმირება, მხარდაჭერა, დახმარება

ხუთი თვეა, უკრაინაში ომია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მატულობს ლტოლვილთა რიცხვიც.

წინა თვის ბოლოს ჩვენს ბაზაში უკრაინიდან ჩამოსული 122 ადამიანი იყო, ახლა კი 197-ია. მათი ნაწილი ქუთაისში ცხოვრობს, ნაწილი - წყალტუბოში, სენაკში, ზუგდიდში, ტყიბულში, ხარაგაულში, ვანში, სამტრედიაში.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ივლისში 15 ოჯახს გაუწია დახმარება. დაეხმარა ცალკეულ ადამიანებსაც. ვინაიდან აგვისტო საშვებულებო პერიოდია, მხარდაჭერის ჯგუფი ცდილობს, ამ თვეში კიდევ დაარიგოს დახმარების პაკეტები.

2 ივლისს ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც ესწრებოდნენ ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა საინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლები. დაისვა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს, მაგ., მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობის, მშობიარობის, უფასო აცრების საკითხი.

ჩვენს ორგანიზაციას აქვს კავშირი სხვადასხვა უწყებასთან, მუდმივად ეძებს მოკავშირეებს, რათა მოგვარდეს უკრაინელი ლტოლვილების პრობლემები. მაგ., ასე გადაიჭრა 5 თვის უკრაინელი ბიჭუნას უფასო მკურნალობის საკითხი.

აქტიურად გრძელდება ლტოლვილთა ინფორმირება, მათ ვაცნობთ ყველა სიახლეს. ამას გარდა, სისტემატურად ხდება უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა-რებილიტაცია. საჭიროების შემთხვევაში, ყველას აქვს უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები