რეგიონული ქსელის შექმნა - პარტნიორული სივრცე გამოცდილების გასაზიარებლად

პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისათვის“ ფარგლებში ZOOM პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა რეგიონული ქსელის შექმნას. მასში გაერთიანდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აღმოსავლეთ საქართველოდან.

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ, შეფასდა არსებული სიტუაცია და გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში იკვეთება გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის პროცესში.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ქსელის შექმნა? ამ ინსტრუმენტის გამოყენება რას შეცვლის საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაში და როგორია მოსალოდნელი შედეგები? - დისკუსია, ძირითადად, ამ მიმართულებით გაგრძელდა.

მონაწილეთა შეფასებით, ქსელი შექმნის საუკეთესო პლატფორმას ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით უფრო ეფექტიანი გახდება იგპ ქალთა/გოგონათა პრობლემების ადვოკატირება.

შეხვედრის დასასრულს გამოიკვეთა სამომავლო სტრატეგიის კონტურები, რაც გულისხმობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან პარტნიორული სივრცის შექმნას და თანამშრომლობას მუნიციპალურ დონეზე 1325 რეზოლუციის დანერგვის მიზნით.   

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები