უკრაინული სამზარეულოს დღე - ფონდ „სოხუმში“

ქალები და ბავშვები ხერსონიდან, ოდესიდან, კიევიდან, ბუჩადან, ჩუგუევიდან... მათთვის ქალთა ფონდი „სოხუმი“ მშობლიურად იქცა - აქ კარგად ესმით მათი ტკივილი, ამხნევებენ, ეხმარებიან.

ივნისში ამ ქალებისთვის ფონდის თანამშრომლებმა თავიანთი ხელით გააკეთეს ქართული კერძები, ფონდში დაპატიჟეს და გემრიელი ქართული სუფრით უმასპინძლეს.

მაშინ გაჩნდა იდეა, უკრაინელებსაც გაემზადებინათ საპასუხო სუფრა.

სექტემბრის მზიან დღეს სიმპათიურმა ქალებმა მარინამ, ანიამ, ჟანამ, ნატალიამ, ტატიანამ გემრიელი კერძები მოიტანეს. სუფრა ეზოში გაიშალა: ბორშჩი, კიევური კატლეტები, ბლინები ვაშლით, ლვოვის კვერები (სირნიკები), კვერები (ვარენიკები) კომბოსტოთი, კარტოფილით, ყველით - მოკლედ, ბევრი გემრიელობა.

ეს არ იყო მხოლოდ უკრაინული სამზარეულოს გამოფენა. ეს იყო ამ ქალების ტკივილიანი ისტორიები, აფხაზეთის გახსენება, მოწვეული სტუმრების ემოციური გამოსვლები...

უკრაინული სამზარეულოს დღე ქალთა ფონდ „სოხუმში“ ერთდროულად ცრემლიც იყო და სიხარულიც, ტკივილიც  და გამარჯვების რწმენაც! იმედი, მეგობრობა და სიყვარული!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები