ფსიქოლოგიური სერვისი უკრაინელებისთვის

და-ძმა, ექიმები უკრაინიდან. სასწაულებრივად გადაურჩნენ ომის საშინელებებს.  ხარკოვიდან ქუთაისში სექტემბერში ჩამოვიდნენ. მათი მშობლები აქ მუშაობდნენ სამხედრო ექიმებად, სკოლა ქუთაისში დაამთავრეს, აქ ჰყავთ მეგობრები და ნაცნობები.

როგორც ფსიქოლოგ მანანა გოცირიძეს უთხრეს, ჯერ კიდევ სიკვდილის მომასწავებელი სირენის ხმებისგან იღვიძებენ.

„ძნელი წარმოსადგენია, დაიბრუნებს თუ არა ჩვენი ქალაქი თავის სილამაზეს. ხარკოვში თითქმის ყველა საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ყველგან ქვების გროვაა, მინა, რკინა... მოსახლეობაში ფსიქოზის მეორე ტალღა მაშინ დაიწყო, როცა მიხვდნენ, რომ ომი მალე არ დასრულდებოდა. ომი ჩვენთვის არის შიში, რომ შეიძლება გაგაუპატიურონ, მოგკლან. ეს არის უიმედობის და სასოწარკვეთის მდგომარეობა. რომ დამთავრდება, მერეც დიდხანს იმოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე“.

ეს ჩვენი ბენეფიციარების სიტყვებია.

ერთმანეთს ჰგავს უკრაინელების განცდები, შიში, ტკივილი... არის სასიხარულო ამბებიც, რომ ზოგიერთი ქალაქი და სოფელი ბრუნდება.

ნოემბრის განმავლობაში ჩვენი ფსიქოლოგიური სამსახური აქტიურად ხვდებოდა უკრაინელ ლტოლვილებს. ფსიქოლოგები მანანა გოცირიძე, მარინა სტეპანენკო და ანა შალიმოვა, ძირითადად, მუშაობდნენ,ინდივიდუალურად, საჭიროების შემთხვევაში კი - ონლაინ რეჟიმში. ეს სერიოზული და საჭირო მხარდაჭერაა საქართველოში ჩამოსული ადამიანებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები