კლიენტებს მოსწონთ მუშაობა და შედეგი

უკრაინელი ფსიქოლოგები თავად გვიამბობენ იანვარში გაწეულ მუშაობაზე.

მარინა სტეპანენკო:

„უკრაინელი ლტოლვილები მუდმივად იღებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას ქალთა ფონდ „სოხუმში“. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფსიქოლოგის კაბინეტში იპოვა მხარდაჭერა და დახმარება, არ კლებულობს, არამედ მხოლოდ იზრდება. ლტოლვილები მოდიან სხვადასხვა თხოვნით, მაგრამ უსაფრთხოება და ნდობის ატმოსფერო ყველასთვის მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, რომ გაუგონ და მოუსმინონ. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის პროცესზე დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიც უკრაინიდანაა და იძულებით გადაადგილებულია.“

ანა შალიმოვა: ამ თვეში გაგრძელდა მუდმივ კლიენტებთან მუშაობა. ერთ-ერთი იყო ბიჭი, რომელსაც  ადამიანებთან ურთიერთობისას პირადი საზღვრების აგება უნდოდა. განვიხილეთ მისი აგრესიული რეაქციის მიზეზები სხვების ხუმრობებზე. ვისწავლეთ, კონსტრუქციულად როგორ ვუთხრათ ადამიანებს, რომელი ხუმრობა არ არის სასიამოვნო და რა ჟღერს შეურაცხყოფად. ავირჩიეთ ქცევის ჯანსაღი მოდელი ადამიანებთან  ურთიერთობისთვის.

ერთ უკრაინელ ქალთან ერთად გავაკეთეთ თერაპიული ალიანსი, რომელშიც, დიაგნოსტიკის დახმარებით, წარმატებით დავადგინეთ ქცევის მოდელები, რომლებიც პრობლემებს იწვევს. ახლა ვავითარებთ პოზიტიურ ქცევებს ცხოვრების გაუმჯობესების და კომფორტის გაზრდის მიზნით. ვინაიდან კლიენტს მოსწონს მუშაობა და შედეგი, საითკენაც მივდივართ, რეკომენდაციას მიწევს სხვა უკრაინელ ქალებთან. ახალ კლიენტებთან ერთად ვადგენთ  ნეგატიური ქცევის შაბლონებს და ვგეგმავთ ნაბიჯებს მათი თავიდან ასაცილებლად.

იანვარში გავიცანი 3 ახალი ოჯახი. ზოგიერთი ოჯახი უკრაინის ყველაზე ცხელი ადგილიდან ჩამოდის. ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დახმარება შევთავაზე როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.“

ფსიქოლოგების ნაამბობიდან ჩანს, რამდენად კეთილ და მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან ისინი.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები