სამედიცინო დახმარება - ხდება შუამდგომლობა რეფერალური პროგრამების მიღებისთვის: ერთ ონკოპაციენტს, რომელსაც რეგულარულად ვეხმარებით, ჩვენი ჩართულობით საჭირო პროცედურები დაუფინანსა რეფერალურმა პროგრამამ. მეორეს კვლევებისთვის ჩვენი საპროექტო ბიუჯეტიდან გამოეყო 640 ლარი, ხოლო მესამეს 2500 ლარი გადავურიცხეთ თბილისის გულის ცენტრში გადაუდებელი ოპერაციისთვის (თანხის ნაწილს რეფერალური პროგრამა ანაზღაურებს, კლინიკამაც თავისი წილი შეღავათი გაუკეთა).
ხელშეწყობა დასაქმებაში - ერთი უკრაინელი ქალისთვის ვიპოვეთ სამუშაო საავადმყოფოში, მზარეულის თანაშემწედ.
იანვარში ჩვენს საინფორმაციო ბაზას 17 უკრაინელი ლტოლვილი შემოემატა. ახლა ბაზაში 452 ადამიანია - ყველას ვუწილადებთ სითბოს, სიხარულს, მხარდაჭერას...
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის
მხარდაჭერით (კანადა)