მშვიდობის მშენებლობის ტრენერთა ტრენინგზე
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ქმედების კომპაქტის თემაზე (WPS-Compact) ტრენერთა რეგიონულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა. ტრენერთა ტრენინგმა, რომელიც ქალთა მშვიდობის მშენებელთა გლობალური ქსელის ორგანიზებით (GNWP) და ეუთოს WIN პროექტის მხარდაჭერით, 5-6 ივნისს სტამბოლში გაიმართა, გააერთიანა ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის მშვიდობის მშენებელი და მედიატორი ქალები.
ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინემ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის მშვიდობისმშენებელ ქალთა სუბრეგიონულ შეხვედრაში, სადაც ეუთოსა და GNWP-ის წარმომადგენელთა საყურადღებოდ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება. მან ყურადღება გაამახვილა „უცხოური აგენტის კანონის“ ნეგტიურ ზეგავლენაზე სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მის შეუქცევად დამანგრეველ გავლენას ქალთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით და იმ რისკებს, რომლებიც მშვიდობის მშენებელ ქალებს ემუქრებათ კანონის ამოქმედების შემდეგ.
6 ივნისს ჰიბრიდული ღონისძიების დროს „ქალთა ლიდერობის წინსვლა ქალებში, მშვიდობა და უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ქმედება: პროგრესის შეფასება და წინსვლის გზა“ ეკატერინემ, როგორც ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ისაუბრა, რეგიონულ კონტექსტში მიღწეულ პოზიტიურ ცვლილებებზე ქალთა გაძლიერების და მონაწილეობის თვალსაზრისით და იმ აუცილებელ სამომავლო სტრატეგიებზე, რაც პროცესის პროგრესს შეუწყობს ხელს.
ფორუმს ესწრებოდნენ ეუთოს, UN Women და ევროკავშირის ოფიციალური პირები.
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15113-2024-09-23-06-37-41#sigProId70325b8b3c