როცა შედეგები მიღწეულია - ქსელური შეხვედრა
„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ქსელურ შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ასისტენტები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა გუგეშაშვილი და ფონდი „სოხუმის” დამფუძნებელი ალლა გამახარია ესწრებოდნენ.
ასისტენტებმა საანგარიშო პერიოდის აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და შედეგები შეაჯამეს.
„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში შესრულებული აქტივობების შესახებ (II ეტაპის ინიციატივების განხორციელება) ისაუბრეს ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში.
საინიციატივო ჯგუფის ლიდერებისა და წევრების თქმით, ამ პროექტის დახმარებით, მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა. „სამოქალაქო ინიციატივებმა“ თემში ქალები სხვა კუთხით წარმოაჩინა. ისინი გააქტიურდნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს თავად ეძებენ.
როგორც თავად აღნიშნეს, თავდაპირველად საკუთარი იდეების გამარჯვებისაც არ სჯეროდათ და განხორციელების იმედიც ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე პრობლემები მოგვარებულია - მიღწეული შედეგით გუნდი და მოსახლეობა კმაყოფილია.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15271-2024-10-29-07-22-16#sigProIda1d3d1a8a6