სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში,როგორც ქალებთან,ასევე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.მონაწილეებმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღეს .აღინიშნა,რომ მნიშვნელოვანია მათზე ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. ორგანიზატორებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებსა და პრევენციული მექანიზმების შესახებ.მსგავსი შეხვედრები ,სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, ხელს უწყობს გლობალური პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიებას და ამ პროცესში საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები