მოტივაცია მოსახლეობისთვის

წყალტუბოს დევნილთა თემში ქალები და გოგონები პრობლემების ადვოკატირებისთვის კვლავ აქტიურდებიან. მათ პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკაში გადაიტანეს და ცდილობენ, მეტად გააუმჯობესონ თემის სოციალური გარემო.

საინიციატივო ჯგუფი მიზნად ისახავს კონკრეტული ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებას. ამჯერად მთავარი ფოკუსია ტრანსპორტის მოსაცდელის, სპორტული მოედნის მოწყობა და ბავშვთა ატრაქციონის განახლება.

ეს ინიციატივები ხორციელდება არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, არამედ მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის დონეზე „ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოების“ პრინციპების ხელშეწყობისთვის.

ჯგუფი გეგმავს წერილის შეტანას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა დასახული საკითხები ადრეულ ეტაპზე განიხილონ და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ.

წყალტუბოს ქალთა ჯგუფი მოტივაციას უმაღლებს მოსახლეობას, რომ აქტიური ჩართულობით შესაძლებელია არა მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირება, არამედ მათი წარმატებული მოგვარება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები