წყალტუბო: სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება დაიწყო
წყალტუბოს თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა საჭიროებების იდენტიფიცირების შემდეგ დაიწყეს კონკრეტული პრობლემების მოგვარება, რაც სამოქალაქო ინიციატივების მეშვეობით ხორციელდება.
კონკურსში ჯგუფმა წარმოადგინა 6 პროექტი, რომელთაგან 3 დაფინანსდა:
ყოფილი სტატისტიკის შენობის ეზოს შემოღობვა დევნილთა საცხოვრებელი სივრცის კეთილმოწყობისა და უსაფრთხოებისთვის
აფხაზეთის ქუჩაზე კორპუსების სარდაფებში ბადეების დამონტაჟება (რათა თავიდან იქნას აცილებული ნაგვის მოხვედრა და წყლის დატბორვა) და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა (ურიკები, ნიჩბები, ხელთათმანები, ტომრები)
9 აპრილის ქუჩაზე გარე სკამების დადგმა და სადარბაზოებში მცირე ზომის ნაგვის ურნების დამონტაჟება
ამ ინიციატივების განხორციელება გააუმჯობესებს დევნილთა საცხოვრებელ პირობებს წყალტუბოს სამ კომპაქტურ დასახლებაში.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15982-2025-11-14-18-41-19#sigProId934a09e4e4
