„ერთიანობის ხაზინა“ ფოთში
ეს ფოთის თვითდახმარების ჯგუფია - „ერთიანობის ხაზინა“. ჯგუფის მაღალი აქტიურობისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად დევნილთა დასახლებაში განხორციელდა თვალსაჩინო ცვლილებები:
- გაუმჯობესდა სადარბაზოების კოსმეტიკურ-ჰიგიენური მდგომარეობა.
- მოგვარდა სარდაფებში წყლის დაგროვების პრობლემა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნიდა შენობების საძირკველს - ჯგუფმა სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში შეიძინა წყლის ამოსატუმბი მოწყობილობა.
- ქუჩების შემოსასვლელებთან განთავსდა აბრები, რის შედეგადაც გაგრისა და აფხაზეთის ქუჩების მოძიება გამარტივდა.
- საერთო სივრცეებში დაიდგა ძელსკამები.
- მოეწყო შეხვედრების ადგილი, რაც კომუნიკაციისა დამატებით შესაძლებლობად იქცა.
თანდათან გაიზარდა თემის კმაყოფილების და მადლიერების განცდა. პროექტის შეფასების პროცესში მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს როგორც პიროვნული გაძლიერება, ისე თემის პოზიტიური ტრანსფორმაცია. მუშაობამ კიდევ უფრო მეტ ქალს გაუჩინა ჩართულობის მოტივაცია და იქცა ერთიანობის, გააქტიურებისა და ახალი უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმად.
თვითდახმარების ჯგუფის წევრები გულღიად საუბრობენ პროექტის ფარგლებში განვლილ გზაზე და გამოთქვამენ იმედს, რომ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დევნილთა თემში არსებობს საჭიროება - გააქტიურდეს მეტი ქალი და უფრო მეტ ადამიანს მიეცეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდ- განვითარების შესაძლებლობა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/16200-2026-02-24-21-19-09#sigProId308ceef4f2
