ქალთა მხარდაჭერის ცენტრები 16-დღიან კამპანიაში ერთვებიან

  • სამშაბათი, 07 დეკემბერი 2021
  • 803 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მონაწილეობენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში. კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა 24 სხვადასხვა ფორმატის აქტივობა: აქციები, საინფორმაციო შეხვედრები, ფილმების განხილვა. შეხვედრებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

25 ნოემბერს მრგვალი მაგიდით გახსნა კამპანია თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები მოიწვია თემაზე სასაუბროდ.

გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ სენაკის, ტყიბულის, ბაღდათის, ქობულეთის, სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრები.

ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ვანის, წალენჯიხის, ჩოხატაურის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ შეხვედრებზე ქალებთან, სკოლის მოსწავლეებთან.

თითოეული აქტივობით საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეგზავნა მესიჯი, რომ ქალზე  ძალადობა ბოროტებაა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები