თანმიმდევრული მუშაობის შედეგები

  • პარასკევი, 25 თებერვალი 2022
  • 689 ჯერ

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის მანანა გოცირიძის დღიურიდან:

ხ., 28 წლის: „განქორწინების შემდეგ ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა. ყველაფერი განაცრისფრდა. მოსაწყენი, უინტერესო გახდა. ხშირად ვფიქრობდი, რატომ უნდა მეცოცხლა ასეთი სირცხვილის შემდეგ. ჩემთან ერთად ტიროდა დედაც. ერთხელ ასე აცრემლებულებს მოგვისწრო დედაჩემის მეგობარმა ქალმა და გვირჩია, დახმარებისთვის მიგვემართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისთვის. თითქმის რვა თვე ხელახლა ვსწავლობდი სამყაროს დანახვას. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება ჩემს სახეზე დაბრუნებული ღიმილისა და დედიკოს თვალებში ჩამდგარი სხივისთვის. ბედნიერები ვართ.“

ასეთი ისტორიები ბევრი აქვს ფსიქოლოგს. ეს თანმიმდევრული ხანგრძლივი მუშაობის შედეგებია. ასეთი ინტენსიური მუშაობა ჩატარდა თებერვალშიც:

- ტყიბულის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქობულეთის, თერჯოლის, სენაკის, წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებული ონლაინ ჯგუფური შეხვედრები –  48 ბენეფიციარის მონაწილეობით;

                                                                                                                                                  

-  ინლაინ მუშაობა ორ ოჯახურ წყვილთან;

- ონლაინ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული სესიები 29 ბენეფიციარისთვის;

- ფსიქოლოგს პირველად მიმართა 7-მა ქალმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები