კონკრეტული ქეისების გამოვლენა საინფორმაციო შეხვედრებზე
სენაკის, ტყიბულის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების სირთულეებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არსებობენ კონფლიქტური ოჯახები, რომლებიც ამ პრობლემაზე ნაკლებად საუბრობენ, სწორედ ასეთ ოჯახებში განსაკუთრებით მაღალია ძალადობის განვითარების რისკები.
მობილიზატორებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის პრევენცია ადრეულ სტადიაში და მუშაობა იმ რისკებზე, რომლებიც ძალადობის განვითარებას უწყობს ხელს.
საინფორმაციო შეხვედრებზე გამოიკვეთა კონკრეტული ქეისები. პროცესში ფსიქოლოგი და იურისტი ჩაერთვებიან და ინდივიდუალურ შეხვედრებს ჩაატარებენ. მსგავსი ფორმატით მუშაობა ამცირებს კონფლიქტის განვითარების რისკებს ცალკეულ ოჯახებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)