იურისტის საინფორმაციო შეხვედრები
ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ჩაატარა სოფ. დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სოფ. დიმში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი), სენაკში, ტყიბულში. ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ მერიის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრებზე გაკეთდა ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ პრეზენტაცია.
წალენჯიხაში ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღო მარტოხელა ქალმა სტატუსთან დაკავშირებით, ვანში კი ძალადობის მსხვერპლმა ქალმა -განქორწინების საკითხებზე. ყველა შეხვედრა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზატორობით გაიმართა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)