წარმატებული ისტორიები - საინფორმაციო შეხვედრებზე

  • სამშაბათი, 21 მარტი 2023
  • 304 ჯერ

- ქალები, რომლებმაც შეცვალეს საკუთარი თავი და მათ ირგვლივ არსებული გარემო. ისტორიები, რომელთა მოსმენა პოზიტიურად განაწყობს მსმენელს და მაღლა სწევს სამოქალაქო აქტივიზმის მაჩვენებელს - ასე შეაფასეს მარტში გამართული შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.

შეხვედრის მონაწილეები თვლიან, რომ ქალთა გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას და ზოგადად, არასამთავრობო სექტორის მუშაობას. ხაზგასმით ისაუბრეს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების აუცილებლობაზე.

თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ჩოხატაურის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხუთი შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა. ქეისების მართვაში  ქალთა ფონდი „სოხუმის“ სპეციალისტები ჩაერთნენ. 

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები