ცხოვრების გაუმჯობესების პერსპექტივები - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობის შედეგები

  • ხუთშაბათი, 15 ივნისი 2023
  • 294 ჯერ

ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა, ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, თემებში არსებული სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობას განსაზღვრავს.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში აქცია ჩატარდა - ქალების ჯგუფს უფასოდ გაუკეთდა სისხლის ანალიზი; სამტრედიაში სოციალურად დაუცველ ქალს, საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დაეხმარნენ; მობილიზატორის დახმარებით, ქობულეთში ძალადობის მსხვერპლი ქალი მუნიციპალურ პროგრამაში ჩაერთო და მდგომარეობა გაიუმჯობესა. ბაღდათსა და წალენჯიხაში ქალებს ეკონომიკური გაძლიერების პერსპექტივები შეექმნათ, რადგან ინფორმირების შემდეგ  ეკონომიკურ  პროგრამებში ჩაერთნენ.

ასეთი შედეგები  გაჩნდა  ივნისის ანგარიშში ხურჩა/ზუგდიდის, სამტრედიის, წალენჯიხის, ქობულეთის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები