აგვისტო ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  • პარასკევი, 25 აგვისტო 2023
  • 301 ჯერ

აგვისტოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით 15 შეხვედრა ჩატარდა და 150-ზე მეტ ადამიანს მიეწოდა ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე.

მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა ათივე ცენტრში: ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, სამტრედიის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), წალენჯიხის, ხობის, ქობულეთის და ჩოხატაურის ცენტრებში.

შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, ძალადობის პრობლემის პრევენციისთვის რა მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი.  გამოიკვეთა, რომ  პერიფერიებში უნდა გაფართოვდეს  მოსახლეობის ინფორმირების არეალი და გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ მხრივ.

გამოწვევებში გამოჩნდა ისიც, რომ მნიშვნელოვანია ქალთა მომზადება და ჩართვა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებში.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით გაგრძელდება მუშაობა. თვის განმავლობაში ოთხი ახალი შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა. ქეისების ანალიზის შემდეგ პროცესში ფსიქოლოგი და იურისტი ჩაერთვებიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები