ფსიქოლოგიური კონსულტაციების სიკეთე

  • პარასკევი, 24 ნოემბერი 2023
  • 332 ჯერ

ხობის მუნიციპალიტეტში არის ლამაზი სოფელი პირველი მაისი. იქ პირველად ჩავიდა ჩვენი ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე საბავშვო ბაღში მომუშავე ქალებთან სასაუბროდ.

შეხვედრის ინიციატორი იყო ნინო ურიდია, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი. მან თქვა, რომ ერთი შეხვედრისგან არ ელოდა ამდენ სარგებელს.

ხობში დიდი ხანი არ არის, რაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრი შეიქმნა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების სიკეთეზეც ნაკლებად იციან.

შეხვედრის ბოლოს კმაყოფილი ქალები ამბობდნენ:

  • როგორ სწრაფად გაირბინა დრომ. კიდევ ბევრი დაგვრჩა სათქმელი.
  • რამდენი საინტერესო და სასარგებლო რამ გავიგე.
  • სხვანაირად შევხედე ცხოვრებას, გადავაფასე პრიორიტეტები.
  • დავფიქრდი ჩემს ქცევაზე, ემოციებზე, რას ვაკეთებ და როგორ მოქმედებს ეს ჩემზე.
  • მადლობა ამ შეხვედრისთვის ყველას, ვინც მოამზადა და განსაკუთრებით - ფსიქოლოგს.
  • ხშირად ჩაგვიტარეთ ასეთი შეხვედრები.

ფსიქოლოგმა ამას გარდა 14 ფსიქოთერაპიული სესია ჩაატარა ქუთაისში და 11 ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია სხვადასხვა რეგიონში. ერთ პატარა ბიჭუნასაც გაესაუბრა ცალკე, არტთერაპიის მეშვეობით დაეხმარა სკოლასთან ადაპტაციაში, წარუმატებლობის შიშის დაძლევაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები