ქობულეთი: თანამშრომლობის პერსპექტივები                          

  • ორშაბათი, 19 აპრილი 2021
  • 1175 ჯერ

ქობულეთში ერთი წელია, აქტიურად მუშაობს ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ცენტრი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ახალ პროექტში „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“. ქობულეთში 19 აპრილს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემების იდენტიფიცირებას და პრევენციას, ოჯახების გაძლიერებას, საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები: ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ფონდ „სოხუმთან“ აქტიური თანამშრომლობისთვის ქალთა გაძლიერების და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები